(რეზონანსი) კახა კუჭავა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოწების გაყიდვის სრულად აკრძალვას არ ეთანხმება.
„საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას ინვესტიციებზე, მე ვთვლი, რომ უნდა იყოს სწორი გზა გამონახული. მოსახლეობის უმრავლესობის აზრია, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს თუმცა ამავე დროა უნდა დავიცვათ იმათი ინტერესები, ვისაც საქართველოში საქმის კეთება უნდა. ჩემი აზრით საუკეთესო საშუალება იქნება 50 წლიანი იჯარა, რომლითაც აბსოლუტურად ხელი ეხსნება ინვესტორებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც უნდათ საკუთრებად დაირეგისტრირონ მიწა, ეს განახორციელონ ადგილობრივ პარტნიორთან ერთად", - განაცხადა კუჭავამ.
„ქართული ოცნების" დეპუტატი განმარტავს, რომ გუნდში მის ამ ინიციატივას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწის უცხოელებზე გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.