რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ლონდონის ცენტრში, 27-სართულიან საცხოვრებელ სახლში ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები. ამის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა განაცხადა.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კომისარის თქმით, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ლონდონის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარს 40 სახანძრო მანქანა და 200 მაშველი ებრძვის. ხანძრის ამსახველი ვიდეოების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზეა განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×