რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) „ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ინფორმაციით, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგუს ცაკნამ განაცხადა:

„საქართველო და უკრაინა იხდიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ჯარები გვიცავს" .

მინისტრის თქმით, გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას ის არ წარმოადგენს 1.3 მილიონიან ესტონეთს, არამედ „600 მილიონიან თავდაცვის და უსაფრთხოების საზოგადოებას".

„მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე მესმის, რომ თითქოს საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატოს წევრი, მას თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში", - აღნიშნა მარგუს ცაკნამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×