რეზონანსი
14.06.2017

 ლონდონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ამ დრომდე ადგილზე ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშვეელბის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში 120 ოჯახი ცხოვრობდა, ისინი დროებით საზოგადოებრივ ცენტრებში გადაანაწილეს. მეხანძრეები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ხანძრის სრულად ლოკალიზებას. სამაშველო სამსახურის ცნობით, შენობის ჩამონგრევის საფრთხე არ არსებობს.

ლონდონის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარს 40 სახანძრო მანქანა და 200 მაშველი ებრძვის, შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×