რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) ბიზნესმენის გატაცების საქმეში ბრალდებულებს, დავით ბერეჟიანს, ნიკიფორე კუტალაძეს, ლევან ჩქარეულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით ბრალი წარედგინათ, რაც გატაცებას გულისხმობს.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, მას უკვე გადაეცა საქმის მასალები. ისინი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

12 ივნისს, თბილისში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები კომპანია „სვეტის" დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×