რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ირლანდიის პარლამენტმა დღეს 38 წლის ლეო ვარადკარის კანდიდატურას უყარა კენჭი და პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ამირჩიეს, რომ ვმართო. მაგრამ გპირდებით, რომ გემსახურებით!" - განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერმა.

ირლანდიას, პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში პირველად, ქვეყანას ყველაზე ახალგაზრდა და გეი პრემიერმინისტრი ჰყავს.

მის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×