ინდონეზიასა და მალაიზიაში უვიზოდ წელიწადში 30 დღით შეგიძლიათ წახვიდეთ, ირანში - 45 დღით, სომხეთში - 6 თვით
გვანცა ღვედაშვილი
15.06.2017

 საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ სარგებლობა სადღეისოდ მსოფლიოს 56 ქვეყანაში შეუძლიათ. მიმდინარეობს თუ არა სხვა ქვეყანებთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ ხდება, რაც მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს აღწევს.

ამიტომ უცნობია, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ თუ არა რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

აქვე აღსანიშავია, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ვიზის გარეშე ევროკავშირის - შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შეუძლიათ.

საზღვარგარეთ მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალსწინონ ის, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ხნით აქვთ უვიზო რეჟიმით საგებლობის უფლება. ყველა ქვეყანას უვიზო რეჟიმით გადაადგილებისთვის გარკვეული ვადები აქვს დაწესებული.

შენგენის ზონაში შემავალ ქვეყანაში წასვლისას შესაძლებელია, 180 დღიდან ნებისმიერი 90 დღე გამოიყენოთ, სხვა ქვეყნებში უვიზოდ სარგებლობის ხანგრძილოვობა განსხვავებულია. მაგალითად, ინდონეზიასა და მალაიზიაში უვიზოდ მხოლოდ 30 დღით შეგიძლიათ წახვიდეთ, ირანში - 45 დღით, სომხეთში - 6 თვით.

ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი, ყველაზე მცირე დრო, 21 დღე, დომინიკის თანამეგობრობას აქვს დაწესებული. ყველაზე ხანგრძლივი, 6 თვე კი - სომხეთს. აქვე აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმით განუსაზღვრელი ვადით სარგებლობა ტაჯიკეთსა და უზბეკეთშია შესაძლებელი.

"რეზონანსი" წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენგენის ტერიტორიაზე უვიზო გადადგილების უფლება საქართველომ 2017 წლის 28 მარტიდან მოიპოვა.

უფრო კონკრეტულად, შენგენის ზონის ტერიტორია მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, მათ შორის არის: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას: ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას, ასევე ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატ ქვეყნებს: ბულგარეთს, კვიპროსს, რუმინეთსა და ხორვატიას.

აღნიშნული ქვეყნების გარდა, საქართველოს მოქლაქეებს უვიზო რეჟიმით გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, აზერბაიჯანი, არგენტინა, ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, ბაჰამა, ბელარუსი, ბრაზილია, დომინიკის თანამეგობრობა, ეკვადორი, თურქეთი, ინდონეზია, ირანი, ისლანდია, ისრაელი, კოლუმბია, მალაიზია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პანამა, სენტ ვინსენტი და გრენადირები, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ურუგვაი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩილე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×