რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) „რუსთავი 2" ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთ ფაქტზე ავრცელებს ინფორმაციას. „კურიერის" ცნობით, „სვეტის" დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულმა პირებმა, 10 თვის წინ, ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი გაიტაცეს. საუბარია სამშენებლო კომპანია „კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელ ნიკა შავიშვილზე.

ბიზნესმენმა შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცველებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა. შავიშვილი ჰყვება, რომ სავარაუდოდ, მის გატაცებაშიც ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომპანია „სვეტის" დამფუძნებლის, გია ჯიბლაძის გატაცებაში იყვნენ ჩართულები. შავიშვილის ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა.

„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც მე ვიცი, ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში" , - განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, კრიმინალურმა პოლიციამ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,ბიზნესმენი,რომელსაც ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ, სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი, გივი ჯიბლაძე იყო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×