რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) სომალის დედაქალაქში ისლამური დაჯგუფება „ალ შაბაბი" რამდენიმე რესტორანს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „Financial Times"-ი ვრცელებს.

მოგადიშოში ინციდენტი გვიან ღამით დაიწყო, როდესაც ტურისტებით ხალხმრავალ რესტორნებთან ახლოს, ტერორისტებმა ჯერ მანქანა ააფეთქეს და შემდეგ 10-მდე შეიარაღებულმა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა „პიცის სახლში" ცეცხლი გახსნა, რათა ხალხისთვის შენობიდან გაქცევის საშუალება არ მიეცა.

სამართალდამცველებმა კვების 10 პუნქტი გაათავისუფლეს და 2 თავდამსხმელი მოკლეს.

დაჯგუფება „ალ შაბაბი" ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდასთან" არის დაკავშირებული, მან ინციდენტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×