რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რადიო თავისუფლების" ორი გადაცემის, „ინტერვიუსა" და „წითელი ზონის" დახურვის შესახებ, არხის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ „რეალური სივრცის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონიდან გადაცემები მხოლოდ შიდა რესურსით მომზადდება და სხვა კერძო სტუდიებთან თანამშრომლობა შეწყდება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდებოდა ჩაზიარება „რადიო თავისუფლების" იმიჯთან. არ არის სწორი,რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს თავისი იმიჯი შეიქმნას რომელიმე სხვა, თუნდაც ასეთ ავტორიტეტულ მედიაორგანიზაციასთან ჩაზიარებით. ახალ ბადეში გადაცემები შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით. ერთი გზა არის,რომ მედიაწარმოების ბლოკში გადაცემები შემოვა კონკურსით და მეორე მხრივ, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მიერ მომზადებული შიდა რესურსით" , - განაცხადა არხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ია ანთაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ისეთი,რისი რესურსიც თავად აქვს და გარე სტუდიებთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

„პრინციპი არის პრინციპი და მეორე არის კონკრეტული შემთხვევა,რომელიც ეხება ამა თუ იმ ადამიანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დაჩაგრული და ცოდვა ორგანიზაცია, რადგან სხვის იმიჯში შესახლებას და სხვისი სახეების საკუთარ სახეებად ქცევას ცდილობდა. მიუხედავად იმისა,რომ ღრმა პატივისცემა გვაქვს ამ გადაცემების მიმართ" , - განაცხადა ია ანთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×