(რეზონანსი)საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით, იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი და ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში ეწვია. სტუმრები ეწვივნენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნეს.ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად, ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.
„ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის" , - განაცხადა ღვინის იმპორტიორმა ტაკაკო ოსავამ.