რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) შუახევის სოფელ კობალთაში გზაზე მეწყერი ჩამოწვა და 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. შუახევის გამგებლის განცხადებით, სტიქიის შედეგად 10-მდე ოჯახი გადასაადგილებლად საცალფეხო ბილიკს იყენებს. ტარიელ ებრალიძე აცხადებს,რომ ეროზიული პროცესი ძლიერი წვიმის გამო გააქტიურდა და გეოლოგიურად არამდგრად ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ტარდება.

„გაწმენდითი სამუშაოები ძლიერი ნალექის გამო აქამდე ვერ დავიწყეთ, თუმცა როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, სამუშაოებს დავიწყებთ. წელს ამ გზაზე მეწყერი მესამედ ჩამოწვა. ამჯერად ჩამოწოლილი მიწის მასა შედარებით ნაკლებია" , - განაცხადა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.

გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი და გაწმენდით სამუშაოებს გამოდარებისთანავე დაიწყებენ. ტარიელ ებრალიძის თქმით, სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×