(რეზონანსი) აშშ-ის სოფლებში ინტერნეტის მიწოდების პრობლემაა. ფედერალური მონაცემებით, ინტერნეტზე კარგი წვდომა ვაშინგტონის შტატის 7 მილიონამდე მცხოვრებიდან, მხოლოდ 25 ათას მცხოვრებს აქვს.ამის შესახებ ინფორმაციას „wall street journal"-ი ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდებოდეს, აშშ-ს ასეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა. ამ თანხის გადასახდელად კი არც სახელმწიფო და არც მოქალაქეები მზად არ არიან.
გამოცემის ცნობით, ჯენი ვილსონი,რომელიც ცხვრებს უვლის და შემდეგ ბამბის ძაფს ამზადებს, ყოველდღე უახლოეს გაზგასამართ სადგურამდე მიდის, რომ ინტერნეტით ისარგებლოს. ის თვეში 170 დოლარს იხდის და საკმაოდ ნელი სიჩქარის ინტერნეტპაკეტი აქვს.
„wall street journal"-ი წერს,რომ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი მოსახლეობას მათ საქმიანობაში პრობლემებს უქმნის, განსაკუთრებით ინტერნეტით სარგებლობა ფერმერებს სჭირდებათ,რომლებსაც სურთ ონლაინ აუქციონზე პირუტყვი იყიდონ ან გაყიდონ. გლეხები ინტერნეტს ასევე ნათესების მონიტორინგისთვის იყენებენ.