რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) სოფელ ქვიშხეთში, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექის შედეგად, მთის ნიაღვრებმა შიდა გზები ჩამორეცხეს, რამაც ტრანსპორტის გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახადა.

ადგილობრივებს რამდენიმე კილომეტრიანი მანძილის გავლა ფეხით უწევთ, ტვირტის გადატანას კი ვერ ახერხებენ. ხაშურის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ, დაზიანებული გზების პრობლემა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შეიქმნა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად ყველგან მოხდება გზის შეკეთება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×