რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 240 ათას ჰექტარს შეადგენდა, ეს წინა წელთან შედარებით 23.7 ათასი ჰექტრით ნაკლებია.

საშემოდგომო კულტურების ფართობი 60.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2015 წელთან შედარებით 4.3 ჰექტრით მეტია. თუმცა, 28 ათასი ჰექტრით შემცირდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 179.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.

საგრძნობლად შემცირებულია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ფართობები.

რეგიონების მიხედვით, შემცირება ფიქსირდება იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×