(რეზონანსი) უსუფაშვილმა ახალი პარტია, „შენების მოძრაობა" დააფუძნა, მისი პრეზენტაცია კი დღეს გაიმართა.
უსუფაშვილის თქმით, პარტია თანამონაწილეობაზე დაფუძნებულია, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების დამკვიდრებას.
პარტიის ლიდერის ცნობით, „შენების მოძრაობაში" მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მოჭადრაკე ნინო გურიელი და ეროვნული ფორუმის ყოფილი თავმჯდომარე კახა შარტავა გაწევრიანდებიან. ასევე გუნდში იქნებიან „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრები ვახტაგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე.
დავით უსუფაშვილმა პარტიის ლოზუნგად შემდეგი ფრაზა დაასახელა: „რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით".