რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნული სააგენტო საკვები ობიექტების შემოწმებას აგრძელებს. გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელისა და კოსტავაზე ქუჩაზე მდებარე 38 ობიექტი შემოწმდა. კვების ობიექტებიდან 10-ს სხვადასხვა დარღვევა აღმოუჩინეს და დააჯარიმეს.

კვების რამდენიმე ობიექტში კი, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბარ-რესტორნები 1 000 ლარით დააჯარიმა და დროებით დახურა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთ ობიექტებზე, რომელთაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

აღმოჩენილი დარღვევები, ძირითადად, კვების ობიექტებში ჰიგიენის წესების დაუცველობას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×