რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ლონდონში, პარლამენტის შენობასთან, პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ტერაქტის ჩადენას არ გეგმავდა.

22 მარტიდან ლონდონში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. იმ დღეს ტერორისტი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ტროტუარზე ავარდა და გამვლელებს დაეჯახა, შემდეგ კი დანით ერთ-ერთ პოლიციელს თავს დაესხა და მოკლა. ტერორისტი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×