რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) ეროვნული კინოცენტრის ცნობით, რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" დიდი ბრიტანეთის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

ფილმს ფესტივალის სექციის „Art Doc" მთავარი პრიზი გადაეცა.

აღნიშნული ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

„მზის ქალაქი" არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს, მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კი „მზის ქალაქი" საუკეთესო ფილმად აღიარეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×