რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, ტელეკომპანია „დოჟდზე", ქსენია სობჩაკთან ინტერვიუს დროს არამხოლოდ რუსეთზე, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ ჰქონდა ამ რეგიონებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, ნავალნიმ განაცხადა:

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეს არის რეგიონები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ ფაქტობრივად ომი იყო", - განაცხადა ნავალანიმ.

ამჟამად ნავალნი დაპატიმრებულია და 25 დღეს საკანში გაატარებს. მან ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების საკითხს იძიებდა. ფონდმა მარტის შუა რიცხვებში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მთელი რუსეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×