რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება. ოპერაციების მართვის დირექტორის, მამუკა კიკალეიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებენ.

„ბუნებრივია, იქნება გარკვეული შეფერხებები წყალმომარაგებაში, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიან და გააფრთხილებენ. პეკინის მოსახლეობას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა სხვა რაიონში შეიძლება მოხდეს. წყლის მიწოდების შეფერხება დაახლოებით რვა-თორმეტ საათს გაგრძელდება და არ იქნება გრძელვადიანი შეფერხება", - განაცხადა მამუკა კიკალეიშვილმა.

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, პეკინის ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ცხრაასმილიმეტრიანი და ათასმილიმეტრიანი თუჯის მილები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 1300 მეტრია. ასევე მთლიანად შეიცვლება 355-მილიმეტრიანი და 150-მილიმეტრიანი გამანაწილებელი ქსელი და ინფრასტრუქტურა. ამ პროექტში კომპანია სამ მილიონ ლარს დახარჯავს.

პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწო. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×