რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტმა მიწის კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით, 87 ხმით მიიღო. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, შეჩერდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის იმ რეგულაციის მოქმედება, რომელიც მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების უფლებებს განსაზღვრავს.

საკანონმდებლო განხილვებისას ინიციატივას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". 40 დეპუტატის ინიცირებული პროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. სამივე მოსმენა მიმდინარე კვირაში გაიმართა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა 2013 წლის 28 ივლისს მიღებული კანონითაც აიკრძალა. მაშინ მორატორიუმს 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ემოქმედა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაუქმდა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ის მუხლი,რომელიც უცხოელებს მიწის შეძენას უზღუდავდა, მაშინ სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×