რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) ავსტრალიელი ფსიქოლოგების კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე აუტანელი, საშინელი ფერი, მუქი ყავისფერია, რომელსაც მოწევის შემცირების მიზნით, თამბაქოს კოლოფებზე დაიტანენ. ეს ფერი გამოცემა „თაიმსის" ცნობით, ჰგავს მუქ ყავისფერს, მას სიკვდილის ფერს, ჭუჭყიანს და კუპრივით შავსაც ეძახიან.

ფერი ტონალობით „Pantone 448 C" ფსიქოლოგებმა სპეციალურად შეარჩიეს,რომ თამბაქოს მომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვიოს. 3 თვის განმავლობაში ფერების და განწყობების შესახებ კვლევა ავსტრალიის მთავრობის დაკვეთით ჩატარდა.

სპეციალურად შექმნილი ფერი სიგარეტის ყველა კოლოფზე იქნება, გამაფრთხილებელ წარწერებთან ერთად. ეს ინიციატივა უკვე გაიზიარა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ირლანდიის ხელისუფლებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×