რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) „რადიო თავისუფლება" „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს,რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან გადაცემები „ინტერვიუ" და „წითელი ზონა" დაიხურება. მედიასაშუალების გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია,რომ საზ.მაუ-ს გადაწყვეტილების მიზანი დამოუკიდებელი ხმების ჩახშობაა.

„რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის, თომას კენტის განცხადებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

„ „წითელი ზონა", რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას. იგი წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW" არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული თოქშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა" , - ნათქავამია „რადიო თავისუფლების" განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×