რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი)ანტალიაში 5 ქართველი მანქანების მოპარვისა და სახლების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი ქალია.ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დამნაშავეების იდენტიფიცირება სახლებში დაყენებული სათვალთვალო კამერების საშუალებით შეძლეს.თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

„საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ანტალიის პოლიციასთან. შემდეგ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სასამართლოზე ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიციური თარჯიმნები ჰყავდეთ" - აცხადებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი.

მან დაკავებულების დაცვით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ამ კუთხით დახმარებისთვის ჯერ მათთვის არ მიუმართავთ.

„თუ მათ არ ექნებათ ამის საშუალება, ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები არ დარჩებიან ადვოკატის გარეშე. მათ დაენიშნებათ სახაზინო წესით ადვოკატი" , - განაცხადა თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×