რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი)ხაშურის მუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ალავიძემ სურამში ყოფნისას განაცხადა.

მინისტრმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაპირდა, რომ ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა სურამში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

სურამში ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მოშალა ნაპირსამაგრები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×