რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) გადაცემა „წითელი ზონის" ავტორი და წამყვანი, გოგი გვახარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას ეხმაურება,რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან არხზე „რადიო თავისუფლების" ორი გადაცემა, „წითელი ზონა" და „ინტერვიუ" დაიხურება.

ტელეწამყვანი გოგი გვახარია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდია. მისი თქმით, გადაცემების დახურვის გამოცხადებამდე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, მენეჯმენტმა შეასრულა ეს გადაწყვეტილება. წინა მენეჯმენტმა ეს არ გააკეთა ან ვერ გააკეთა, მაგრამ ინიციატორი ამისა არის ბორდი" , - განაცხადა გოგი გვახარიამ.

გადაცემა „წითელი ზონის" ავტორი და წამყვანი აცხადებს, რომ ტელევიზიას სურდა მისი გადაცემის სარედაქციო პოლიტიკა მხოლოდ „რადიო თავისუფლებაზე" არ ყოფილიყო დამოკიდებული.

„ეს იყო ყველაზე მტკივნეული მათთვის. ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ სარედაქციო პოლიტიკას წყვეტს „რადიო თავისუფლება" და არა ტელევიზია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. არხის ყველა ხელმძღვანელობა ცდილობდა ამ პუნქტის ამოღებას ხელშეკრულებიდან, მაგრამ ჩვენ ეს არ ამოვიღეთ" , - აცხადებს გოგი გვახარია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×