რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ასენსიონ მენდეტა 78 წლის განმავლობაში მამის ნეშტს ეძებდა. მან არგენტინიდან ათი ათასობით კილომეტრის მანძილზე იმოგზაურა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა საფლავების კვალს მიაგნო.

ფრანცისკო ფრანკო ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.ესპანეთში ბოლო 2 წლის განმავლობაში 50 მსხვერპლის ნეშტი აღმოაჩინეს. მასობრივი საფლავების კვლევის პროცესი 2016 წელს დაიწყო. ახალი აღმოჩენის შესახებ ცნობილი 9 ივნისს გახდა. ყველა ჩონჩხს წამების კვალი ეტყობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×