რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს,რომლებიც ბინებისა და მაღაზიების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „www.astynomia.gr-ი ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის 7 საქართველოს და ერთი უკრაინის მოქალაქეა. დაკავებულებს შორის სამი ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ. მათ ბრალი მაღაზიების, ბინების, მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის ედებათ.

ბერძნული მედია დაკავებულების ვინაობას ასაჯაროვებს. ეჭვმიტანილები არიან: 1976 წელს დაბადებული ა.ა, 1973 წელს დაბადებული ვ. გ, 1959 წელს დაბადებული თ.ა, 1977 წელს დაბადებული ნ.ფ, 1984 წელს დაბადებული გ.გ, 1984 წელს დაბადებული ა.ჩ და 1974 წელს დაბადებული ხ.ო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×