რეზონანსი
17.06.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის კანდიდატურა დაამტკიცა,რომელიც სპეციალურმა კომისიამ აირჩია. კომისიას სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა სხდომაზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა განიხილეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კანონის თანახმად, მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს.

სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×