რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) ფოთის წისკვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკიდან გაწერეს.

ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ და მკურნალობას სახლში გააგრძელებენ:

„სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 35 და 47 წლის მამაკაცები მოიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებოდათ. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები", - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხოლო გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×