რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) ქართველებს, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეუფარდათ. ოთხივე კაცი ამ დროისთვის ანტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ქალს, რომელიც ჯგუფთან ერთად დააკავეს, ის სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, თუმცა თურქეთის ტერიტორიიდან გასვლა აეკრძალა.

თურქეთში საქართველოს დესპანის განმარტებით, დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. საელჩოსთვის მიმართვის შემთხვევაში მათ საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებთან დარეკვაც შეეძლებათ.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ ბრალად. პოლიციამ მათი ამოცნობა სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×