რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) ნოტარიუსთა პალატის ახალი თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე გახდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიატის შესახებ კანონი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის და მისი ნოტარიუსთა საერთო კრებისთვის წარდგენის ერთპიროვნულ უფლებას იუსტიციის მინისტრს აძლევს, თეა წულუკიანმა, ისევე, როგორც 2014 წელს, უარი თქვა კანდიდატურის ერთპიროვნულად დასახელებაზე და შესაძლებლობა მისცა ნოტარიუსებს, გამგეობის თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩიათ. ელექტრონული პრაიმერისის შედეგად, ნოტარიუსებმა პალატის თავმჯდომარის პოსტზე მარიკა გოგოლაძის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. სწორედ ის წარუდგინა კრებას დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრმა", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

თავმჯდომარეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან საუკეთესო ნოტარიუსებმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გამოავლინეს, რომელიც მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისთვის შეიმუშავა.

საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრებიც აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილის პოსტი თინათინ დევდარიანმა დაიკავა, გამგეობის 5 წევრიდან მხოლოდ 2, გიორგი ჭიტაშვილი და მანანა გოგაშვილი აირჩიეს. ვაკანტურად დარჩენილ 3 ადგილზე 2 კვირაში განმეორებითი არჩევნები გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×