რეზონანსი
19.06.2017

 (რეზონანსი) პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ცნობით, ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე შეხვდება.

„ჩვენ დავუკავშირდით დეკანზ გიორგი მამალაძის ოჯახს და შეხვედრა პატრიარქთან შედგება 21 ივნისს 13 :00 საათზე. უნდა ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ასეთი კადნიერი და ულტიმატუმების ენით საუბარი, ძალიან არაკორექტულია. მადლობა მინდა ვუთხრა მის უწმინდესობას, რომ მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა შეხვდეს ამ ოჯახის წევრებს. ეს შეთანხმება მივიღეთ დღეს საპატრიარქოში. მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ასე ", - განაცხადა მამა მიქაელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×