რეზონანსი
19.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ გზავრობისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს.

„იმისთვის, რომ უბილეთოდ მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო სანქციების გადახედვის ინიციატივით შემოვიდა. ეს უბრალოდ განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი განხილვა სჭირდება. კომპანის ინიციატივა გულისხმობს საკითხის პრევენციას, ანუ იმას, რომ გამორიცხული იყოს ბილეთის არ აღების შემთხვევები", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 26 კატეგორიაზე გათვალისწინებული შეღავათით კვლავ შეძლებენ მგზავრობას.

ამ ეტაპზე ჯარიმის რაოდენობა 5 ლარია, თუმცა პარლამენტში ჯარიმის გაოთხმაგებასთან დაკავშირებით უკვე მსჯელობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×