რეზონანსი
19.06.2017

 (რეზონანსი) მგზავრთა ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა. ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ატლასჯეტის" რეისი 4 საათითა და 30 წუთით აგვიანებს და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×