რეზონანსი
19.06.2017

 (რეზონანსი) სამართალდამცველებს, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულთა ახლობლებმა, სასამართლოდან ბრალდებულების გაყვანის საშუალება არ მისცეს.

გავრცელებული ცნობით, საბადრაგო მანქანას, რომელშიც ბრალდბულები იყვნენ მოთავსებული, დაკავებულთა ახლობლები წინ გადაუდგნენ. ისინი პატიმრებთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაკავებულთა ახლობლებმა პროტესტის ნიშნად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×