რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხანდელი ძლიერი წვიმის გამო, თბილისიდან 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა.

სააგენტოში განაცხადეს, რომ არ არიან დაშავებულები და ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია.

„შეტყობინებები ძირითადად იყო დიდუბე-ჩუღურეთიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და ვაკე-საბურთალოდან. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია", - განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×