რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) „ნიუინდიანექსპრესის" ინფორმაციით, ბანგლადეშში ბოლო ორი დღის განმავლობაში მეხმა 22 ადამიანი იმსხვერპლა.

ბანგლადეშში ბუნებრივი კატასტროფების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, კვირასა და ორშაბათს ქვეყანაში ძლიერი წვიმები, ჭექა-ქუხილი და მეხი იყო, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებსაც მეხი პლანტაციაში მუშაობისას დაეცათ.

გასულ კვირას, კი ბანგლადეშში ძლიერი წვიმისა და მეწყრის შედეგად 158 ადამიანი გარდაიცვალა, 2500-მდე ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×