რეზონანსი
20.06.2017

(რეზონანსი) ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი შუა ხნის მამაკაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა.

დეპარტამენტის უფროსის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმებს დაშავებულის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა.

დაშავებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×