(რეზონანსი) უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის განცხადებით, უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ამერიკასთან გაფორმდეს, უკრაინაში ამერიკული სამხედრო სარეზერვო ძალების განთავსებას ითვალისწინებს.
„შეთანხმება სპეციალური ოპერაციის ჩატარებას, ერთობლივ სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაობს და უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო რეზერვების განთავსებას ეხება,"- განაცხადა რადას სპიკერმა
ამერიკაში ვიზიტისას უკრაინის რადას სპიკერმა განაცხადა, რომ აუცილებელია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმება და კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა.
კონგრესმენ რიკ ლარსენის ცნობით, უკრაინაში ლეტალური იარაღის განთავსების გამო კონგრესმა შესაძლოა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს. მაისის დასაწყისში სენატმა 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 410, 456 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ პენტაგონს შეუძლია დახარჯოს 150 მილიონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის კუთხით.