რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.

მისი თქმით, პარლამენტმა უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე:

„გუშინ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლითაც უმრავლესობამ უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც იყო განხილული საზოგადოების წინაშე, რომელიც განიხილეს ვენეციის კომისიაში. ის რაც რეფორმიდან დარჩა, ეს არის ცვლილება მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეკვეცის კუთხით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებებს, კოსნტიტუციიდან უშიშროების საბჭოს ამოღებას. არსებულ ვითარებაში შემოსულია თხოვნა დაინიშნოს საგანგებო სესია და განიხილონ წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი, მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე

პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის გაგრძელებას სთავაზობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×