რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, მალტეპეს რაიონში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია მომხდარის მიზეზები და დეტალები.

რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში აშშ-ის საკონსულო ქალაქში ტერაქტების საშიშროების შესახებ იუწყებოდა. საკონსულოს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის საქმიან ნაწილშია მისაქცევი. დიპლომატები აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლის ამ რაიონებში ცხოვრობენ, სიფრთხილეს ურჩევენ.

ჟურნალისტების ცნობით, სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში მაქსიმალურად გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×