რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) სოხუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულს მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სოხუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, დაშავებულს მარჯვენა ფეხის მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

აფეთქების ხმა სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე გვიან საღამოს გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი სახლის ეზოში ამოქმედდა, რის შედეგადაც დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

დღეს ინციდენტი მოხდა ოკუპირებული სოხუმის ე.წ. მთავრობის შენობაშიც, სადაც სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×