რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს ბრალად მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ, მამუკა ჯ, ტარიელ ს, ემზარ რ, მალხაზ გ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველების დაკავების შესახებ გენერალურ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია.

„ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია სტამბოლში გენერალურ საკონსულოში და მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადეს სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×