რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) დავით ნარმანია თბილისის მერად მუშაობის სამი წლის საქმიანობას აფასებს:

„მაქსიმალურად შევეცადე, რომ მიუხედავად ჩემი თბილისში არ დაბადებისა ჩემი ხელი არ დამეკლო თბილისისთვის და გამეკეთებინა ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო არსებული რესურსებით, არსებული ადამიანებით და იმ გუნდით, რომლითაც მოვედი დედაქალაქის მერიაში", - განაცხადა ნარმანიამ.

შეკითხვაზე, ბრაზდებოდა თუ არა თბილისის მერი, როდესაც მას „ჩამოსულს" ან „სოფლელს" ეძახდნენ, ნარმანია პასუხობს რომ არ ბრაზდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა:

„თავიდან გულის სიღრმეში მაინც ზოგიერთი ადამიანისგან მწყინდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო სხვანაირად უნდა აზროვნებდნენ და სხვანაირად უყურებდნენ მოვლენებს. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქმე უნდა მეკეთებინა და ასეთი მოსაზრებებისთვის არ მიმექცია ყურადღება. სწორედ ამან მომცა ის გარკვეული მნიშვნელოვანი შედეგი, რა შედეგიც დადგა ჩემი მერობის პერიოდში. ყოველთვის მომყავდა მეც და ჩემი მეგობრებიც უხვად მაწვდიდნენ სხვა ანალოგებს, როცა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო დაბადებული იმ ქალაქში, რომლის მერობაც მოუწია, მაგრამ იყვნენ ძალიან წარმატებული მერები და არა მხოლოდ მერები, ზოგადად წარმატებული ადამიანები" , - თქვა ნარმანიამ.

დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×