რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი)თურქეთში დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, დაჯგუფება სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა.

მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ცნობილია დაკავებულთა ინიციალები და ასაკი: მიხეილ ჯ. (31) მამუკა ჯ. (39) ტარიელ შ. (46) ემზარ რ. (54) მალხაზ გ. (30).

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

თურქეთში, ანტალიაში, რამდენიმე დღის წინ კიდევ 5 ქართველი მანქანების მოპარვისა და სახლების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის ერთი ქალია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×