რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ნორმის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი უთხრა. მუხთარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.ამის შესახებ ინფორმაციას „მეიდან ტვ" ავრცელებს.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ. თუმცა, იმ არგუმენტით, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.ბრალდების მხარის, ჰასან გასიევის განცხადებით, აფგან მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მან ქვეყანა დატოვოს.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.ამავე დღეს ის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს, მუხთარლის ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აფგან მუხთარლი ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×