(რეზონანსი) შსს-ს ინფორმაციით, ცნობილი კვლევითი პორტალის, „ნუმბეოს" „დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. „ნუმბეო"-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსი - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი კი 79.17-ია.
კვლევის მიხედვით, საქართველო არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბრაზილია, არგენტინა, უკრაინა, აშშ, რუსეთი, შვედეთი, იტალია,ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეული კი ასეთია: ყატარი, სინგაპური, გაერთიანებული საემიროები, ავსტრია,ტაივანი.
„ნუმბეო" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
„ნუმბეო"-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის „ბი-ბი-სი", „თაიმსი", „ფორბსი", „ეკონომისტი".