რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) გორში, წმინდაწყალზე, ვოლოგდის დასახლებაში, ცხინვალიდან შესასვლელ გზატკეცილთან ასფალტის დაგება და გადასასვლელი ხიდის გაფართოვება იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას კი ხარჯთაღრცხვით, 100 ხის მოჭრაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრვი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო 1" სამუშაოებს ერთ კვირაში დაიწყებს. მერიის ცნობით, ხეების ნაცვლად, ახალი ასფალტი დაიგება. 100 ხის მოსაჭრელად მუშები 1000 ლარს მიიღებენ.

სააგენტო „qartli.ge". დეტალური სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ფოტოს ავრცელებს, რომელიც კომპანიამ გორის მერიას 6 ივნისს წარუდგინა. დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოებისას 100 ხის მოჭრა და ამოძირკვა იგეგმება. მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 276 ათასი ლარი არის გამოყოფილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×